NYT: ობამას ადმინისტრაცია ISIS-ის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას აძლიერებს

worldtribune.com

The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სირიასა და ერაყში სამხედრო კამპანიის გაფართოებისთვის ემზადება.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური ვაშინგტონი სირიაში სპეციალური ოპერაციის ძალების გაზრდას გეგმავს, რომლებიც სირიელ ამბოხებულებს რჩევებით და წვრთნებით დაეხმარებიან.

ერაყში კი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად დამატებითი სამხედრო ვერტმფრენების გაგზავნა იგეგმება.

სამხედრო კამპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ში უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

კომენტარები