NDI-ის ანგარიში

NDI: გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც 2012 წლის შემდეგ, უარესად ცხოვრობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, მკვეთრად გაიზარდა იმ გამოკითხულთა რიცხვი, ვინც ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ის და მისი ოჯახი უარესად ცხოვრობს.

კერძოდ, 2013-2014 წლებში, გამოკითხულთა 20%-ზე ნაკლები ამბობდა, რომ მისი ოჯახი უარესად ცხოვრობს. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 34% იყო, ხოლო 2016 წლის მარტში უკვე გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი უარესად ცხოვრობს.

ასევე იკლო იმ გამოკითხულთა რიცხვმა, ვინც ამბობდა, რომ იმავენაირად ცხოვრობს. 2013 წლის მარტში 80%-ზე მეტი აცხადებდა, რომ 2012 წლის შემდეგ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო ახლა ეს მაჩვენებელი - 47%-ია.

გარდა ამისა, 2013 წელს გამოკითხულთა 15% პასუხობდა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უკეთესად ცხოვრობს, ხოლო ახლა - 10%. 

საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. 

კომენტარები