რესპუბლიკური პარტია

სამნიძე: რეალურად, აგვისტოში რესპუბლიკელი მინისტრები წავლენ

ქვეყნის სტაბილურობისა და საგარეო კურსის ერთ-ერთი გარანტია სწორედ ისაა, რომ თავდაცვის მინისტრი წამდაუწუმ არ იცვლებოდეს. ველი, რომ იგივე პრიორიტეტები აქვს პრემიერსაც. ვფიქრობ, ის მზადაა თანამშრომლობისთვის და არ სურს ქვეყანაში კითხვები გაჩნდეს. სწორედ ამიტომ, პარტიის ხარჯზე, ვტოვებთ მინისტრებს პოსტებზე და ამის გამო, ჩვენი მისამართით ბევრი კითხვა ჩნდება. ახლა ვმუშაობთ სიის ფორმირებაზე და ცოტა ხანში, მინისტრებთან ერთად გადავწყვეტთ, მათგან ყველა იქნება სიაში, არცერთი თუ რომელიმე და ვინ შეინარჩუნებს პოსტს ბოლომდე. ეს აქამდე არ მითქვამს, თუმცა ვფიქრობ, ხალხს უნდა ვუთხრათ - როცა პარტია ძალიან აქტიურ საარჩევნო ფაზაში შევა, მინისტრები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამიტომ რეალურად, აგვისტოში ჩვენი მინისტრები წავლენ.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გაზეთ ვერსიასთან ინტერვიუში.

კომენტარები