არჩევნები 2016

პრემიერი: არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს, ამ თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ

დღეს მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ტექნიკურ საკითხებზე... ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ მსჯელობაში. კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის გამოვაქვეყნებთ ამ გადაწყვეტილებას, როდიდან ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, არ შეიძლება, ქვეყანამ 7 და 8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო რეჟიმში, საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ამიტომ, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი საკითხები და აქ არანაირი ველი დამატებითი მსჯელობისთვის არ არსებობს. ეს არის გადაწყვეტილება პოლიტიკური, წინასწარ გამოცხადებული, რომ არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს. ამ თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ ნამდვილად სერიოზული მსჯელობის და აწონ-დაწონის შედეგად მივიღეთ ეს გადაწყვტილება. დანარჩენი საკითხების შესახებ ალბათ უკვე ადმინისტრაციების განცხადებები გაკეთდება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იურიდიული და ტექნიკური ფორმის შესახებ. მინდა, რომ ამ საკითხს ამ კომენტარით წერტილი დავუსვათ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები