არჩევნები 2016

პრემიერი: არჩევნების თარიღის წინასწარ ცოდნაში კარგის მეტი არაფერი არ არის

ორიოდე სიტყვით არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ვინაიდან საკმაოდ ფართო განსჯა მოყვა ამ საკითხს. ჩვეულებრივად კონსულტაციები გაიმართა, პრეზიდენტთან ერთად ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, მე მგონი, არავისთვის არ იქნება ცუდი, რომ წინასწარ დაგეგმოს გარკვეული აქტივობები დღეიდან მოყოლებული, მათ შორის, სტუმრებს სჭირდებათ, რომ დაგეგმონ საკუთარი კალენდარი, და ის, რომ წინასწარ ვიცოდეთ, როდის იქნება არჩევნები, ამაში კარგის მეტი მე მგონი, არაფერი არ არის. ამიტომ, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაიმართოს 8 ოქტომბერს.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები