დიაბეტი

WHO: 1980-დან 2014 წლამდე მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა გაოთხმაგდა

ebolasurvivorcorps.org

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიშის მიხედვით, დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 1980-დან 2014 წლამდე გაოთხმაგებულია. 1980 წელს მსოფლიოში აღირიცხებოდა დიაბეტით დაავადებული 108 მილიონი ადამიანი, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 422 მილიონამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში 11 ადამიანიდან ერთი დიაბეტითაა დაავადებული.

ბოლო მონაცემებით, დიაბეტის შემთხვევები ყველაზე მეტადაა გახშირებული დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში.

სპეციალისტების თქმით, ეს მაჩვენებელი განაგრძობს ზრდას, თუკი სათანადო ზომები არ გატარდება.

ცნობისთვის, დიაბეტი მერვე ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებად ითვლება, რომელიც წელიწადში საშუალოდ 1.5 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს. 2012 წლის მონაცემების საფუძველზე კი, დამატებით 2.2 მილიონი ადამიანის სიკვდილს უკავშირებენ სისხლში შაქრის ჭარბ რაოდენობას.

კომენტარები