მინდა, გადმოგცეთ ის მესიჯი, რომელიც სამივე ყოფილმა თანამდებობის პირმა[გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია] გადმომცა. ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება, მალე გახდეს ევროპული ქვეყანა. მე ვუპასუხე მათ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება, სწრაფად შევიდეს ევროპაში. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, სადაც კანონი ფუნქციონირებს, სადაც არის დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე დავამატებდი, უნდა იყოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. როდესაც ადამიანი ციხეში ზის, როდესაც ადამიანს იჭერენ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, იქნება ის ყოფილი პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი თუ მერი, მას იჭერენ და ის იქ რჩება, მითუმეტეს, როცა სამართალი არ არის სწორი მათ მიმართ. მინდა, მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას, რომ მომცა საშუალება, ხანგრძლივი საუბარი მქონოდა ამ სამ ადამიანთან. ისინი აგრძელებენ ფიქრს, მუშაობას, ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მუშაობს თავის თავზე, რომ ციხიდან არ გამოვიდეს შეცვლილი, არ გამოვიდეს გაბოროტებული და პოზიტივი გამოიტანოს იქიდან. ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვისაც ძალიან პოზიტიური იყო.
tbl.ge/dii
დაკოპირდა

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლმა დღეს მეცხრე ციხეში გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალია მოინახულა.
ამავე თემაზე
- სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
- კორუფციისთვის დაკავებული ახობაძის ადვოკატი ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი უფროსი იქნება
- ქრთამის აღებისთვის სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ჩამოერთვა ქონება
- მდინარაძე დაკავებულ მაღალჩინოსნებზე: ემოციურად რთულია, მაგრამ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო




