საქართველოს პარლამენტი

ნადირაშვილი: კვორუმის ჩაშლა იყო უმრავლესობის დადგმული სპექტაკლი

კვორუმის ტაბლოზე დეპუტატების რიცხვი ყოველი კენჭისყრის შემდეგ მცირდებოდა. პირველად იყო 68, შემდეგ 67 და ბოლოს 54. საქმე იმაშია, რომ გუშინ გაიმართა სუს-ის მოსმენა პარლამენტში და უმრავლესობამაც და ამ სამსახურმაც განიცადა სრული ფიასკო. ეს ანგარიში იყო მოუმზადებელი, არაკომპეტენტური. დღეს უმრავლესობამ ბევრი იფიქრა, როგორ აეცილებინათ თავიდან პარლამენტში გომელაურის ანგარიში და მოიფიქრეს ასეთი გადაწყვეტილება - ისინი უბრალოდ წავიდნენ შატალოზე. ეს არის სპეციალურად გაკეთებული და დადგმული სპექტაკლი.

პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი ირმა ნადირაშვილი პლენარული სხდომის ჩაშლაზე.

კომენტარები