რუსული ბაზარი

ევროკავშირი მინისტრის მრჩეველს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ზურაბ ჩეკურიშვილი
ბიზნესკურიერი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის ზურაბ ჩეკურიშვილის Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნათქვამი ევროკავშირის მიერ მომზადებულ დეზინფორმაციის მამხილებელ დოკუმენტში მოხვდა.

ჩეკურიშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველო თავის ტრადიციულ სავაჭრო ბაზარს, რუსეთს უნდა დაუბრუნდეს, რადგან ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაყიდვა ევროპაში უფრო რთულია, ვიდრე რუსეთში.

დოკუმენტში ჩეკურიშვილის ნათქვამი დეზინფორმაციის გასაბათილებლად ევროკავშირს ფაქტები აქვს მოყვანილი.

"საქართველომ 2015 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 208 მილიონი დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი მოახდინა, რაც 2-ჯერ მეტია ამავე პერიოდში რუსეთში გატანილი პროდუქტების მოცულობასთან შედარებით. 2010 წლის შემდეგ თითქმის გასამმაგებულია საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში გატანილი პროდუქტის ღირებულება. მეტიც, 2014 წლის სექტემბერში ძალაში შევიდა საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საბაჟო გადასახადები მოიხსნა. ეს ყველაფერი ქართულ ბიზნესს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო ბაზარზე დასამკვიდრებლად", - წერია დეზინფორმაციის მამხილებელ დოკუმენტში.

კომენტარები