რუსული ბაზარი

Россельхознадзор-მა 18.5 ტონა ქართული ატმის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანა დაბლოკა

mgeo.ge

Россельхознадзор-მა 18.5 ტონა ქართული ატმის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანა დაბლოკა. უწყებამ საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქტი საბაჟოზე არ გაატარა. ატმის პარტია ქალაქ კრასნოდარში საქართველოდან საავტომობილო ტრანპორტით ჩაიტანეს.

Россельхознадзор-ის განცხადებით, შემოწმების დროს სპეციალისტებმა დადგინეს, რომ ხილი საშიშ ორგანიზმს - „აღმოსავლურ ნაყოფჭამიას" (Grapholitha molesta Busck) შეიცავდა. უწყების განმარტებით, იმის გამო, რომ "მავნე ორგანიზმი რუსეთის ტეროტორიაზე არ გავრცელდეს", ატამი გამომგზავნს უკან დაუბრუნეს. 

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, რუსეთში გასაგზავნი ატმის ეს პარტია საქართველოში უკვე სერტიფიცირებული იყო. სააგენტო ატამზე ლაბორატორიულ კვლევას ჩაატარებს. ამასთან, ნეტგაზეთის ცნობით, უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ "ეს ფაქტი არავითარ გავლენას იქონიებს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე". 

კომენტარები