როგორც მოსალოდნელი იყო, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივის საპასუხოდ სუს-ის გაუქმების თაობაზე, ივანიშვილის გუნდი, პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი გადაეფარნენ სუს-ს, იგივე გაუარესებულ კუდ-ს. გვეუბნებიან აბსოლუტურად უტიფრად, რომ თურმე სუს-ის გაუქმება და კრიტიკაც კი ასუსტებს ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ხალხი არც ორგანიზებულ დანაშაულს ებრძვის, არც კორუფციას, არც უცხო ქვეყნის ჯაშუშებს. მათ ოფიციალურადაც კი არ აქვთ ეს დავალება. სუს-ი ერთადერთ რამეს აკეთებს - უთვალთვალებს საკუთარ საზოგადოებას, ებრძვის პროდასავლურ ოპოზიციას და შანტაჟითა და ძალადობითაა დაკავებული. ამიტომ, სუს-ი - იგივე გაუარესებული კუდ-ი აუცილებლად გაუქმდება ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის დამარცხების შემდეგ.
tbl.ge/467
დაკოპირდა

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებაზე, რომ "შსს-ს, სუს-ის, პროკურატურის დისკრედიტაცია ასუსტებს სახელმწიფოს".




