თქვენ იცით, რომ მე ხვალ ვაპირებ პარლამენტში მისვლას - იცით, რომ საუბარი იქნება ენერგეტიკაში მიმდინარე პროექტებზე. რა გავაკეთეთ ამ სამი წლის განმავლობაში, რას ვაკეთებთ სამომავლოდ. გაზპრომზეც იქნება ალბათ შეკითხვები. თქვენ იცით, რომ ნაციონალური მოძრაობა გაზპრომთან გარკვეულწილად ცდილობდა, რომ შემოტევები ყოფილიყო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მათ ფაქტიურად, თემა არ დარჩათ არაფერი. რაღაც ხომ უნდა მოიფიქრონ ახლა და აი, მოიფიქრეს, რომ ვიღაცამ თითქოს მიუტანა გადარიცხვის ფურცელი, რომ კახა კალაძეს ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე გადაურიცხეს მილიონ ასი ათასი ამერიკული დოლარი.
tbl.ge/3qr
დაკოპირდა
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გადაცემა არჩევანის ეთერში უარყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ცნობილმა კრიმინალმა" დავით ქარსელაძემ ენერგეტიკის სამინისტროს "მშენებლობისთვის" 1 100 000 დოლარი ჩაურიცხა.
ამავე თემაზე
- მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა
- საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა
- ენერგეტიკის მინისტრი მინსკში გაემგზავრა, ის ინტერ-რაოს წარმომადგენლებს შეხვდება
- ნიკანდროსი: საქართველოს არ სურს, ბუნებრივი რესურსების განვითარება წაახალისოს
- კახა კალაძე კრიმინალური ავტორიტეტისგან ფულის ჩარიცხვას უარყოფს