პატიმრების შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი, რომლის შესაბამისად შეწყალებულია 155 მსჯავრდებული, რომელთაგან 105 პირი, მათ შორის - 8 ქალბატონი, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლებულია და ისინი დღეს დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას. 50 მსჯავრდებულის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის და ერთი ქალბატონის სასჯელი კი შემცირებულია სხვადასხვა ფორმით.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების საქმეთა კომისიის 21-23 თებერვლის სხდომის შედეგად ჩამოყალიბებული რეკომენდაციების საფუძველზე. ამ სხდომაზე კომისიამ განიხილა 1178 პირის საქმე და დადებითი რეკომენდაციები წარუდგინა პრეზიდენტს", - თქვა ქორიძემ.

კომენტარები