პატიმრების შეწყალება

ქგ: ზაუტაშვილის შვილი ბესელიასა და კობახიძისთვის ქრთამის მიცემას ადასტურებს

ანასტასია ზაუტაშვილი

ქართული გაზეთის ინფორმაციით, ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის მიცემას ადასტურებს და ასევე მიუთითებს თანხის დაახლოებით ოდენობას.

"ლაშა ორბელაძესთან პირად ურთიერთობაში მყოფმა პირმა ქართულ გაზეთს მიმოწერის ამსახველი ფოტომასალა გადასცა. წყაროს ნებართვით და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ქართული გაზეთი უცვლელად ასაჯაროვებს ამ მიმოწერას. ამ მიმოწერაში ორბელაძე უდასტურებს მეგობარს, დედის საპატიმროდან გამოშვების სანაცვლოდ, უძრავი ქონებით (რამდენიმე ბინით), ბესელია-კობახიძის ფინანსური ინტერესის დაკმაყოფილებას", - წერს ქართული გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი დეპუტატებს ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს პოსტზე ყოფნისას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბესელია და კობახიძე მისგან ე.წ. კოკაინის საქმის მსჯავრდებულების შესაწყალებელ სიაში ჩასმას მოითხოვდნენ. ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით კი, დეპუტატებს სანაცვლოდ თანხაც კი აქვთ აღებული. ბრალდებებს უარყოფენ ბესელია და კობახიძე. მათ ელისაშვილსა და კილაძეს "ცილისწამებისთვის" სასამართლოშიც უჩივლეს.

კომენტარები