კრიმინალი

თელავში, პოლიციასთან ჩხუბის გამო, ექვსი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თელავში, პოლიციასთან ჩხუბის გამო, ექვსი პირი დააკავეს. ინტერპრესნიუსის ცნობით, ინციდენტი ერთ-ერთ კაფეში მოხდა. სააგენტოს ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციასა და ნასვამ პირებს შორის შელაპარაკებისას, ერთ-ერთმა სამართალდამცველის მისამართით, ე.წ გაზის იარაღიდან გაისროლა.

ინციდენტის დროს კაფის ინვენტარი დაზიანდა. სამართალდამცველებმა ექვსი პირი კახეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 239-ე და 353-ე მუხლებით დაიწყო, რაც ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები