რუსთავი 2-ის საქმე

კელი: რუსთავი 2–ის საქმეს პოტენციურად შეეძლო წინასაარჩევნო გარემოს შეცვლა

ვიყავით ძალიან პირდაპირები ჩვენს შეშფოთებასთან დაკავშირებით, როგორც საჯარო განცხადებებში, ისე ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს, რომ რუსთავი 2–ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო საქმეს პოტენციურად შეეძლო შეეცვალა წინასაარჩევნო გარემო, რადგან იყო სასამართლო გადაწყვეტილება წამყვანი ოპოზიციური ტელევიზიის მენეჯმენტის შეცვლის შესახებ. ეს გამოიწვევდა თამაშის წესების შეცვლას. მენეჯმენტი არ შეცვლილა, მაგრამ საჭიროა, რომ ფხიზლად დავრჩეთ ჩვენც, ქართველი ხალხიც და პოლიტიკური სტუქტურებიც. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა, არა მარტო მთავრობას, არამედ ოპოზიციასაც.

აშშ-ის ელჩი იან კელი რუსთავი 2-ის საქმეზე, ფრონტნიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები