ქართული ოცნება

ქანთარია პეტრიაშვილის დაჭრაზე: რაღაც ძალიან პირადულს ჰგავს ეს ამბავი

ბუკა არის ჩვენი ახლობელი და სულ ცოტა ხნის წინ, თანამებრძოლიც იყო და აქ არავითარ შემთხვევაში პოლიტიკა არ არის. დროზე გამოჯანმრთელდეს და ალბათ ყველაზე უკეთ ბუკამ იცის თვითონ მოტივი, რაღაც ძალიან პირადულს ჰგავს ეს ამბავი. დროზე უნდა იქნეს ეს გამოძიებული და უსწრაფესად დასჯილი. ის, რომ მის მიმართ განხორციელებული იყო შეგნებული სროლა კიდურებს ქვემოთ, ეს მიმანიშნებს იმაზე, რომ ეს არის სწორედ ამ შემთხვევაში რაღაც გარკვეული უკვე ტრადიციულიც კი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

კომენტარები