ეროვნული უშიშროების საბჭო

27 თებერვალს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

27 თებერვალს, 16:00-ზე, პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვა. მომხსენებლები საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან.

„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი", - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

კომენტარები