თბილისის საქალაქო სასამართლო

გვენეტაძე ახვლედიანის გადაყენებაზე: ყველა წუთს და საათს აქვს მნიშვნელობა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამუკა ახვლედიანი შეგნებულად თავს არიდებს სხდომაზე გამოცხადებას და პასუხების გაცემას იმ შეკითხვებზე, რომელიც არსებობდა. ამდენად, გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ ხმათა უმრავლესობით. საბჭომ ჩათვალა, რომ მან იმოქმედა პროცედურების დაცვით და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ყველა წუთს და საათს აქვს მნიშვნელობა, როდესაც სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას უკავშირდება საკითხი, როდესაც სასამართლოში შესულ საქმეების განაწილებას უკავშირდება. 

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე. ახვლედიანმა თქვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა. ახვლედიანი სამედიცინო ბიულეტენზე იმყოფება.

კომენტარები