ბრიტანეთი ევროკავშირში

ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენაზე რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდება

ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის შესახებ ქვეყანაში 23 ივნისს რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება და ის ყველანაირად ეცდება, ბრიტანეთი დარჩეს რეფორმირებულ ევროკავშირში.

კამერონის თქმით, ევროკავშირის დატოვება იქნება "ნახტომი სიბნელეში" და რეფერენდუმში მონაწილეებს რეფორმირების შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

კამერონის მიერ ინიცირებულ რეფორმაზე ევროპელი ლიდერები გუშინ შეთანხმდნენ. რეფორმა ოფიციალურ ლონდონს ევროგაერთიანებაში სპეციალურ სტატუსს ანიჭებს. შეთანხმების მიხედვით, ბრიტანეთში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიდან ჩასული მიგრანტები სოციალური შეღავათების პროგრამით შვიდი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებენ. ასევე ბრიტანეთი ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართული აღარ იქნება. ცვლილებები ძალში 2017 წლიდან უნდა შევიდეს. 

კომენტარები