ბრიტანეთი ევროკავშირში

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე რეფერენდუმი 2017 წლამდე ჩატარდება

REUTERS

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე რეფერენდუმი 2017 წლამდე ჩატარდება. მისივე თქმით, თუ 2015 წლის მაისის არჩევნებში კონსერვატორები გაიმარჯვებენ, რეფერენდუმი შესაძლოა, უფრო ადრეც ჩატარდეს.

ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებში ნაიჯელ ფარაჯის ლიდერობით გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიამ გაიმარჯვა. ბოლო დროს ევროსკეპტიკოსები ბრიტანეთში უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ. ისინი ევროკავშირიდან გამოსვლას და ევროპის ქვეყნებთან მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობების ქონას უჭერენ მხარს.

კომენტარები