დავა მაესტროს გარშემო

სასამართლომ მაესტროს კრედიტორთა სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაესტროს კრედიტორთა სხდომა 15 მარტს გაიმართება. მოსამართლე ლევან ქოჩიაშვილმა გაჩეჩილაძეების ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კრების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. იმავეს ითხოვდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი და კრედიტორთა ნაწილიც.

მაკა ასათიანის ადვოკატი კი ითხოვდა, რომ კრედიტორთა სხდომა დღესვე გამართულიყო და მას ბაია გადაბაძე დირექტორის სტატუსით დასწრებოდა.

სასამართლოს დასრულების შემდეგ გადაბაძემ მოსამართლე ლევან ქოჩიაშვილს ურთმელიძე ორი უწოდა და ის საჯარო რეესტრთან და გაჩეჩილაძეებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაჩეჩილაძეების ადვოკატი კრედიტორებს დაჰპირდა, რომ თუ ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად დაინიშნება, კრედიტორებს საკუთარი თანხები დაუბრუნდებათ. მოგვიანებით ამ განცხადებას ბაია გადაბაძემ აბსურდული უწოდა. გადაბაძის და მაკა ასათიანის ადვოკატის განცხადებით, ისინი სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ. 

კომენტარები