კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებებზე დამოკიდებული არ არის. ამას გაცილებით უფრო სერიოზული წინაპირობები და საფუძვლები გააჩნია. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, რომელზეც თქვენ მიმითითებთ, ამის თაობაზე ბატონი თოფაძე ბრძანებს, რომ მას ეს ასე არ უთქვამს. მე ახლა უფრო იმას ველი, რომ ის მედია, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, რას გვეუბნება და რითი გვიმტკიცებს, რომ მან ეს თქვა თუ არ თქვა. ვიდრე ეს არ გაირკვევა, იქამდე სხვა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ რასთან გვაქვს საქმე, მე ეს ჯერ არ ვიცი.
tbl.ge/gp3
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გოგი თოფაძის ინტერვიუზე. გაზეთ საქართველო და მსოფლიოს მტკიცებით, თოფაძემ ხიდაშელი შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




