დავა მაესტროს გარშემო

მამუკა ღლონტი : მე მიჩნდება ღრმა ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან დგას პოლიტიკა

მანამ სანამ მაესტროს მეპატრონეების წილები იყო გადანაწილებული ისე, როგორც იყო,  ანუ პარიტეტი და ხმათა უმრავლესობა არავის ჰქონდა, ყველაფერი თანხმდებოდა დანარჩენ მეწილეებთან, მაესტროში ყველაფერი კარგად იყო. დღეს თუ ვხედავთ სიტუაციას, როდესაც მესამე უცხო პირი [ირაკლი რუხაძე] აფინანსებს ბატონ გიორგი გაჩეჩილაძეს და გიორგი გაჩეჩილაძე დაუმსახურებლად წილების უმრავლესობის მფლობელი ხდება, უკვე შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს საქმეები, შესაბამისად მე მიჩნდება ღრმა ეჭვი, რომ დიახ ამ ყველაფრის უკან დგას პოლიტიკა. 

ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ტელეკომპანია მაესტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები