ვულკანის ამოფრქვევა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში ვულკანი ახტარმა-ფაშალი ამოიფრქვა

news.az

აზერბაიჯანში ვულკანი ახტარმა-ფაშალი ამოიფრქვა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ვულკანი შუაღამით, 3:00 საათზე ამოიფრქვა. სტიქიური მოვლენა დილამდე გაგრძელდა.

ახტარმა-ფაშალი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანია. მისი სიმაღლე 30-35 მეტრია. ის ქალაქ შირვანიდან 35 კილომეტრში მდებარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიას რაიმე დამანგრეველი შედეგი არ მოჰყოლია.

კომენტარები