ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

სამგორის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქნავთობის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, სახალხოს, ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, ჩოლოყაშვილის, დოდაშვილის და ჩარხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები