არჩევნები გარდაბანში

ქართულმა ოცნებამ გარდაბანში გამგებლობის კანდიდატი გოჩა ჯამარაული წარადგინა

გოჩა ჯამარაული
sportall.ge

ქართულმა ოცნებამ გარდაბანში გამგებლობის კანდიდატი გოჩა ჯამარაული ადგილობრივებს წარუდგინა. გარდაბანში მისი მხარდამჭერი კონცერტიც გაიმართა.

"შიდა გზები, წყალი, გაზი, ნაგავი, მაწანწალა ძაღლები - ეს ის ელემენტარული პრობლემებია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ, ბიუჯეტი არის მცირე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა დაგვეხმარება", - აღნიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი კი ბესიკ კახაბრიშვილია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 28 იანვარს გაიმართება.

კომენტარები