სურბ სარქისი

სახალხო დამცველი სომეხ ხალხს სურბ სარგისის ხსენების დღეს ულოცავს

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი სომეხ ხალხს და სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის ხსენების დღეს ულოცავს და მათ ოჯახებს მხნეობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

"სომეხი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ეს დღესასწაული, რომელიც გამორჩეული წმინდანის ხსოვნას ეძღვნება, ასევე მდიდარია ხალხური წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

წელს სურბ სარგისის დღესასწაული 23 იანვარს აღინიშნება.

კომენტარები