რუბლის გაუფასურება

Bank of America: ერთი დოლარი 210 რუბლი შეიძლება გახდეს

msn.com

ამერიკული საინვესტიციო ბანკი Bank of America Merrill Lynch, ნავთობის ფასის კიდევ უფრო მეტად შემცირების შემთხვევაში, რუსული რუბლის მნიშვნელოვან გაუფასურებას არ გამორიცხავს. ბანკის გათვლებით, თუკი ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება $25-ზე ნაკლები იქნება და რუსეთის მთავრობა 3%-ზე მეტად არ გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს, 2016 წლის ბოლოსთვის ერთი დოლარის საბაზრო ღირებულება 210 რუბლი შეიძლება გახდეს. 21 იანვრისთვის ბარელი ნავთობის ღირებულება $27-ია, ერთი ამერიკული დოლარი კი 84 რუბლი ღირს.

ნედლეულის ექსპორტი რუსეთის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა. უმსხვილესი ნავთობკომპანიები, როგორიცაა: RosneftGazpromTRANSNEFT, სახელმწიფოს საკუთრებაშია და მათი შემოსავლებით პირდაპირ მთავრობის ხარჯების დაფინანსება ხდება. ნავთობის ექსპორტის ღირებულების კლების გამი კი რუსეთში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროები შემცირებულია, რაც დოლარის ფასის ზრდას იწვევს. 

რუსეთი სავალუტო შემოდინებების დაბალნსების მიზნით, 2016 წელს სხვადასხვა აქტივის გაყიდვას გეგმავს. წელსვე, რუსეთი სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ის 20%-იანი წილის ჩინეთისთვის მიყიდვას აპირებს.

კომენტარები