გაზპრომთან მოლაპარაკებები

რურუა: გაზპრომთან ფლირტი უნდა ჩაიშალოს

ტექნიკურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება არის ნაცრის თვალებში შეყრა. რეალურად ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელიც ემსახურება საქართველოს დასავლეთისგან ჩამოშორებას და რეგიონში მეტი რუსული გავლენის შემოყვანას. ამას ემსახურება დღევანდელი მთავრობა. კალაძე ამბობდა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო ომიო, ეს ჩაწერილია ტელევიზორში მაქვს ნანახი. ეს არის ადამიანი აღრეული ლოიალურობით, ეს არის სპორტსმენი, რომელსაც არაფერი არ აქვს, განათლების მიახლოებული დონეც არ გააჩნია, რომ იყოს ენერგეტიკის მინისტრი. იმიტომ არის დაბნეული ლობიოსავით ყოველ ჯერზე. აცეცებს თვალებს და ილანძღება, აგრძელებს რაღაც სახით ღარიბაშვილის სტილს. გადაიქცა სრულიად უზრდელ არსებად და თავს ესხმის ყველას, იცილებს ყველა ლეგიტიმურ კითხვას. ის არ იმსახურებს იმ ადგილზე ყოფნას. ფლირტი გაზპრომთან უნდა ჩაიშალოს.

საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიის წარმომადგენელი ნიკა რურუა გაზპრომთან მოლაპარაკებებზე

კომენტარები