შობა

პრეზიდენტი: დღეს იბადება სიყვარულის, ერთმანეთის დათმენისა და გატანის ემოცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა:

"მთელს საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღეს იბადება ახალი, სიყვარულის, შენდობის, ერთმანეთის დათმენისა და გატანის ემოცია. ყველას გისურვებთ, რომ ეს ემოცია დაბადებულიყოს ჩვენს სულებში. კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით გილოცავთ ამ დღესასწაულს", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები