კრიმინალი

შსს-მ ხულიგნობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ლევან კირკიტაძე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1979 წელს დაბადებული ლევან კირკიტაძე ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, "უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა".

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ფაქტზე მიმდინარეობს. პროკურატურა ლევან კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

კომენტარები