იუსტიციის საბჭო

ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ ხელმოწერებს შეაგროვებს

newposts.ge

ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ პოლიტიკური ძალები და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების შესაჩერებლად 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებასა და პრეზიდენტისთვის რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით მიმართვას გეგმავენ.

„სამოქალაქო აქტივობა გავაძლიეროთ და ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა გაგვაცურა. ბიძინა ივანიშვილმა თავზე დაგვასვა მურუსიძე. ბიძინა ივანიშვილმა თავზე დაგვასვა სამართლიანი სასამრთლოს მტერი მურუსიძე. ივანიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ სამართლიანი სასამართლოს მომხრე იყო, სასამართლო ფაქტობრივად ჭაობში დატოვა. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გაიგოს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ რა გვინდოდა და რას მივეცით ხმა.

როდესაც ხალხი ამას იტყვის, თვითონ ფეოდალი ბიძინა ივანიშვილიც წავა კომპრომისზე,“-განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი პარლამენტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემავალი არამოსამართლე წევრების უკან გამოთხოვის პროცედურების დაწყებას გეგმავენ.

"ჩვენ დავაყენეთ საკითხი, თავისუფალმა დემოკრატებმა, რომ იმ პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც მიიღეს ამაში მონაწილეობა და წარმოადგენენ კოალიცია ქართულ ოცნებას, მათ უნდა შეუწყდეთ პირველ რიგში უფლებამოსილება და წამოვიდნენ, იმიტომ, რომ მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ამაზე პროცედურულად უნდა ვიმსჯელოთ, რა შესაძლებლობებია", - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები