რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

თოფაძე რუსეთზე: ასეთ დიდ მეზობელთან ალბათ საჭიროა, რომ მოვაგვაროთ ურთიერთობა

ყველაზე მტკივნეული საკითხია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ დიდი სახელმწიფოა, ბევრის შემძლეა, ბევრი ცუდის გამკეთებელიც არის ზოგჯერ, გვაქვს ამის მაგალითები 2008 წელს და 30-იან წლებში, მაგრამ ამხელა სახელწიფოა, ერთ-ერთი უმძლავრესია თავის პოტენციალით მსოფლიოში და რაღაც გარკვეული ნაბიჯები ჩვენც უნდა გადავდგათ. რადგან ეს განცხადება გაკეთდა, ალბათ ჩვენი ხელისუფლება ამ შანსს არ გაუშვებს და გარკვეული მოლაპარაკებები ალბათ... აქ ვიზებსაც ეხება და კიდე სხვა ეკონომიკურ საკითხებს. მე მიმაჩნია, რომ ასეთ დიდ მეზობელთან ალბათ საჭიროა, რომ მოვაგვაროთ ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, მყარი პოზიცია გვქონდეს იმაზე, რომ ჩვენი ტერიტორიების ანექსია მთავარი საკითხია და თუ ამას მივაღწევთ, ძალიან ბევრი სხვა საკითხის გადაწყვეტა გაადვილდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე.

კომენტარები