მკვლელობა დიღმის მასივში

დიღმის მასივში მამა-შვილი მოკლეს

metro.us

დიღმის მასივში მამა-შვილი მოკლული იპოვეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა გამთენიისას ფერაძის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, მათ ხმაური დაახლოებით 03:30 საათზე გაიგეს, გარეთ გამოსულებს კი მამა-შვილი სადარბაზოსთან, უკვე მოკლული დახვდათ. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკითხვაზე იმყოფებიან ბავშვის დედა და ბებია.

როგორც ტაბულას შინაგან საქმთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით სხვა კითხვებზე შსს-ში ამ ეტაპზე არ პასუხობენ. 

კომენტარები