გადასახადების დამალვა

მონსერატ კაბალიეს პირობითი პატიმრობა შეუფარდეს

AFP

ცნობილ ესპანელ საოპერო მომღერალ მონსერატ კაბალიეს გადასახადების დამალვისთვის 6-თვიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდეს. გარდა ამისა, მას ჯარიმის სახით 250 000 ევროზე მეტის გადახდაც მოუწევს.

როგორც ირკვევა, მას ესპანეთში, 2010 წელს შემოსავლის დეკლარაცია არ გამოუქვეყნებია. ბრალმდებელთა აზრით, ესპანელმა სოპრანომ 5 წლის წინ ოფიციალურ რეზიდენციად ანდორა მხოლოდ იმიტომ გამოაცხადა, რომ გადასახადების გადახდისთვის თავი აერიდებინა. გამოძიების ინფორმაციით, მონსერატ კაბალიემ 500 ათასი ევროს ოდენობის შემოსავალი დამალა და ამას გარდა, არც გადასახადები გადაუხდია.

82 წლის კაბალიე ჯანმრთელობის პრობლემების გამო პროცესს არ დასწრებია და დანაშაული ვიდეოზარის საშუალებით აღიარა. სწორედ ასაკის გამო მომღერალს საპატიმროში არ მოათავსებენ.

კომენტარები