რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები

ეგეოსის ზღვაში რუსულმა სამხედრო გემმა თურქულ სათევზაო ხომალდს ცეცხლი გაუხსნა

reuters.com

ეგეოსის ზღვაში რუსულმა სამხედრო გემმა თურქულ სათევზაო ხომალდს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის გამო რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თურქეთის საელჩოს სამხედრო ატაშე დაიბარეს.

"მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად თურქული სეინერი არ გამოდიოდა რადიოკონტაქტზე და არ პასუხობდა ხმოვან სიგნალებს," - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ცეცხლი შეჯახების თავიდან აცილების მიზნით მას შემდეგ გაიხსნა, რაც სეინერი რუსულ გემს 600 მეტრის დაშორების მანძილზე მიუახლოვდა. სროლის შემდეგ სათევზაო გემმა კი მკვეთრად შეიცვალა კურსი და გემს 540 მეტრის დაშორების მანძილზე ჩაუარა.

ინციდენტის შესახებ თურქეთს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. 

კომენტარები