გარკვეული ხნის უკან მე მეგონა, რომ ერთი მინისტრი იყო ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობაში. აღმოჩნდა, რომ მთელი ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე არის ემოციურ გაუგებრობაში. მიუხედავად იმისა, რა პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის თავჯდომარემ, კურტანიძემ, პრემიერმა, სხვა დეპუტატებმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, რომელი იყო სწორი და ჯანსაღი პოზიცია და რომელი იყო სიყვარულით განმსჭვალული მოსაზრების გახმიანება, კატასტროფასთან გვაქვს რეალურად საქმე. ფაქტი სახეზეა, რომ ეს ხელისუფლება მოწყვეტილია საკუთარ მოქალაქეებს, მათ პრობლემებზე არ და ვერ საუბრობს, არ აქვს კონტაქტი ხალხთან. სამწუხაროდ, საფუძვლებიც კი არ აქვს გათვითცნობიერებული, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება. თანაც საპატრიარქოს განმარტების შემდეგ ყველაფერიც ცხადზე ცხადი გახდა. ჩვენი, თავისუფალი დემოკრატების პოზიცია ამ შემთხვევაში ძალიან პრინციპულია, ეს დაადასტურა საპატრიარქოს განცხადებამაც ცხადყო, რომ ეკლესიას აქვს თავისი ფუნქცია, ხელისუფლებას აქვს თავისი ფუნქცია.
tbl.ge/kqn
დაკოპირდა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა, მათგან ერთს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი
- პრეზიდენტმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა
- საქართველოს პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა
- ზაუტაშვილის შვილი: კობახიძეს არც უთხოვია ფული და არც შეგვითავაზებია
- ქგ: ზაუტაშვილის შვილი ბესელიასა და კობახიძისთვის ქრთამის მიცემას ადასტურებს