სომხეთი

სომხეთში საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას უჭერენ მხარს

ITAR-TASS

სომხეთში კვირას ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ სომხები საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ ცვლილებას მხარს უჭერენ. კენჭისყრაში მონაწილეობა მოსახლეობის 50.51 %-მა მიიღო. მონაწილეთა 76.94 %-მა ამ რეფორმას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი 20.5 % იყო .

ამ რეფორმის ინიციატივა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს ეკუთვნოდა.

რეფორმის შედეგად, პრეზიდენტს ლიმიტირებული წარმომადგენლობითი ფუნქციები ექნება და უფლებამოსილების ვადა 5-ის ნაცვლად 7 წლამდე გაეზრდება. პრეზიდენტს კი პარლამენტარები აირჩევენ.

პრეზიდენტს აღარ ექნება მეორეჯერ გაპრეზიდენტების უფლება და არ შეეძლება პრეზიდენტობისას არცერთი პარტიის წევრობა.

ოპოზიციურ პარტია "ახალი სომხეთი – გადარჩენის ფრონტის" ლიდერებმა რეფერენდუმის შედეგებს უკანონო უწოდეს და მიიჩნევენ, რომ ხმის მიცემის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა.

კომენტარები