რუსმა მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ კოშკას მკვიდრი დავით კუდუხაშვილი გაიტაცეს. ოჯახის წევრების თქმით, ის საკუთარ ბაღში დააკავეს. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
მომხდარს ევროსაბჭოს დამკვირვებლები ადასტურებენ. გატაცებულის ოჯახს ამ დრომდე ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია.