გენდერული კვოტირება

კომიტეტმა კვოტირებაზე კანონპროექტი არც მომზადებულად ჩათვალა, არც მოუმზადებლად

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. ინიციატივის თანახმად, საარჩევნო სიაში ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. საკითხი კენჭისყრაზე სამი ფორმულირებით დააყენეს. კომიტეტმა კანონპროექტი არც საკმარისად მომზადებულად ჩათვალა, არც არასაკმარისად მომზადებულად. ასევე, დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტის უარყოფას.

რეგლამენტის მიხედვით, საკითხი კენჭისყრაზე თავდაპირველად ასეთი ფორმულირებით გავიდა: ვინ არის მომხრე, რომ კანონპროექტი პარლამენტისთვის წარსადგენად საკმარისად მომზადებულად მიჩნეულიყო, პრინციპების დონეზე. საკითხს მხარი მხოლოდ 4-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მეორედ საკითხი კენჭისყრაზე ასე გაიტანეს - ვინ არის მომხრე, რომ არასაკმარისად მომზადებულად მიჩნეულიყო კანონპროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტორებს უკეთ მოსამზადებლად უნდა დაბრუნებოდა. აღნიშნული ფორმულირებით დასმულ საკითხს არცერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.

ასევე, არცერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი კანონპროექტის უარყოფას. 

კომენტარები