უბედური შემთხვევა

ღუდუშაურის კლინიკის მე-4 სართულიდან პაციენტი გადახტა

metro.us

ღუდუშაურის სახელობის კლინიკის მეოთხე სართულის ფანჯრიდან 34 წლის მამაკაცი გადახტა. ის ადგილზე გარდაიცვალა. პაციენტი მწვავე პნევმონიის დიაგნოზით კლინიკაში 1 დეკემბერს, 02:40 საათზე მოათავსეს. ის მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. მამაკაცის შეჩერება დაცვამ და მედპერსონალმა ვერ შეძლო.

"განსაკუთრებულ უსაფრთხოების ზომებს ის არ საჭიროებდა. საერთო კრიტიკული თერაპიის განყოფილებაში იწვა, სადაც მედპერსონალის მხრიდან ყურადღება არის 24-საათიანი. სავარაუდოდ, უეცრად განვითარებული ფსიქოზური აშლილობის და არანორმალური აგრესიის ფონზე მოხდა ეს ყველაფერი. ვერც დაცვის სამსახურმა და ვერც მედპერსონალმა სამწუხაროდ ვერ შეძლო მისი შეჩერება", - ამბობს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსი, მარინა გელანტია.

კომენტარები