მთავარი პროკურორი

ივანიშვილი: ვფიქრობ, ძალიან კარგი კანდიდატურა იყო შოთაძის სახით

მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით. მთავარი არ არის აქ პიროვნება, მთავარია ის, რომ ჩვენ რეფორმებს ვატარებთ. მთავარი არ არის ისიც, რასაც აკრიტიკებდნენ ძალიან - როგორი წესით აირჩია პროკურორი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. აკრიტიკებდნენ იმასაც, რომ ასეთი წესით არ უნდა არჩეულიყო. ამ პროცესში მთავარი გახლავთ ის რომ... ის კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ ვერ შეეხება, თუ მან თვითონ არ დაარღვია კანონი. ვფიქრობ, რომ პროცესები, რაც მიდის საქართველოში არის ძალიან სწორი და მიზანმიმართული. ევროპისკენ სწორი გზა ეს გახლავთ.

ყოფილი პრემიერი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნას გამოეხმაურა

კომენტარები