საკონსტიტუციო სასამართლო

გიორგი პაპუაშვილი NYT-ის ვიცეპრეზიდენტ დევიდ მაკროუს შეხვდა

გიორგი პაპუაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნიუ იორკ თაიმსის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს, დევიდ მაკროუს შეხვდა. მაკროუმ პაპუაშვილს NYT-ის საქმიანობის სპეციფიკა გააცნო. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მედიისა და სიტყვის თავისუფლებასთან იყო კავშირში. 

პაპუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 14 ნოემბერს ევროპისა და ამერიკის სასამართლოთა ქსელის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა.

კომენტარები