რუსთავი 2-ის საქმე

კელი: R2-ს უფლება აქვს, გააჟღეროს ენმ-ის ინტერესების გამომხატველი მოსაზრებებიც

გასაგებია, მაგრამ, მათ უფლება აქვთ, გააჟღერონ ის მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა, გამოხატავდეს თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. გულახდილად გეტყვით - ამერიკაში გვაქვს სატელევიზიო არხები, რომელთა ყურების შედეგად ლამის გულის შეტევა მივიღო ხოლმე. მაგალითად, ვერ ვუყურებ "რაშა თუდეის". თუმცა პასუხი ამაზე არ არის მენეჯმენტის შეცვლა, პასუხი ღია კონკურენციაა. რაც შეეხება უკანონო მოსმენების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, რთულია იმის თქმა, რამდენად რეალურია ეს.

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი კვირის პალიტრის კითხვაზე - "საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება... ამ მოსაზრებას ამყარებს­ ბოლოდროინდელი აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ოდესის გუბერნატორი დაუფარავად ესაუბრება არხის გენერალურ დირექტორს იმის შესახებ, როგორ აღმართონ ბარიკადები, ცხვირ-პირის დამტვრევაზე, სისხლის ღვრაზე და ა.შ. შესაძლოა, "რუსთავი 2"-ს დღეს უფრო მეტი დამცველი ჰყოლოდა, რომ არა წინა წლების მეხსიერება".

კომენტარები