რუსთავი 2-ის საქმე

დვალი: ჩემი აზრითაც, ნაჩქარევად მიიღო ურთმელიძემ განჩინება

გვაქვს მრავალი, საკმაოდ დადასტურებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალტერნატიული გეგმები ისახება რუსთავი 2-ში, ლაპარაკია ახალი ტელევიზიის შექმნაზე, ლაპარაკია იმაზე, რომ "ისე წავალთ იქიდან, აპარატურას დავაზიანებთ" და ა.შ. რეალურად პრობლემაა ის, რომ რამე ზიანი არ მიადგეს ორგანიზაციას და მის ფუნქციონირებას. ეს იყო მოტივაცია იმის, რომ დროებითი მმართველობა ავიღეთ. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება, ჩემი აზრითაც, საკმაოდ ნაჩქარევად იქნა მიღებული. ფორმულირებებმა, რომლებიც შიგ გაჟღერდა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ვიზიარებ მეც, რომ საკამათო პუნქტებია დადგენილებაში გახმოვანებული.

დავით დვალი დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები