რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი R2-ზე: მშვიდად, წყნარად ველოდები მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას

მე მგონი, ამ ბოლო ორი თუ სამი დღის მანძილზე ყველამ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ამ გზით მონაწილეობა მივიღეთ იმ აჟიოტაჟში, რომელიც ამ საქმის [რუსთავი 2-ის] გარშემო არსებობს. დღეს ალბათ, ორშაბათ დილით, დადგა დრო, რომ დავას მივცეთ თავისი დრო. დავა მიმდინარეობს და მე დღეს არაფერი ახალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს სათქმელი. მშვიდად, წყნარად, მე პირადად ველოდები მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას, არსებითად რომელმაც უნდა განსაზღვროს, ვინ არის რუსთავი 2-ის მესაკუთრე. სულ ეს არის. არანაირი საფუძველი იმისა, რომ რომელიმე მოქალაქე იყოს აღელვებული ან შეშფოთებული, არ არსებობს. ჩვენი ქვეყანა არის და იქნება სტაბილური ქვეყანა და ეს იდეა უნდა დავუშვათ ყველამ ჩვენს თავში, რომ ვიცხოვროთ მშვიდად და არ მივეცეთ პანიკას.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები