რუსთავი 2-ის საქმე

უსუფაშვილი: ნუ გაგვაღიზიანებს განსხვავებული მოსაზრებები

საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემული წევრები მუდმივად რაღაცა გაღიზიანდებიან თუ პარლამენტი, როგორც მოპასუხე, დასვამს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე მოსამართლის ობიექტურობის საკითხს ან რაიმე სხვა გარემოებას, ეს არ იქნება სწორი. მე მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, პოლიტიკოსებს - ვიყოთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, ნუ გაგვაღიზიანბებს განსხვავებული მოსაზრებები. პირველ რიგში პარლამენტარებმა და პოლიტიკოსებმა უნდა ვაჩვენოთ ამის მაგალითი. მთავარია სასამართლოები მოქმედებდნენ დამოუკიდებლად, მათზე არ ხდებოდეს ზეგავლენა არც საჯაროდ და არც კულუარულად, რომ მოსამართლეებს არ ჰქონდეთ რაიმე ხიფათის განცდა ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამოტანის დროს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც ასევე უნდა იყვნენ ამ ყველაფრით უზრუნველყოფილნი. 

კომენტარები