რუსთავი 2-ის საქმე

ჭიაბერაშვილი: მარგველაშვილმა უნდა თქვას, რომ ივანიშვილმა კონსტიტუცია დახია

თუ გვარამიას გამოიყვანენ ამ [რუსთავი 2-ის] შენობიდან, ხვალ აუცილებლად მარგველაშვილს გამოიყვანენ ავლაბრის რეზიდენციიდან. როგორც თქვა ივანიშვილმა, რომ ერჩის რუსთავი 2-ს, ასევე თქვა, რომ ის ერჩის მარგველაშვილს. მარგველაშვილმა გამოხატა შეშფოთება, მაგრამ შეშფოთებებით შორს ვერ წავალთ. ახლა საჭირო არის ძალიან მკაფიოდ იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილმა კონსტიტუცია დახია ჩვენ თვალწინ და ეს პირველ რიგში უნდა თქვას გიორგი მარგველაშვილმა.

აღნიშნა ენმ-ის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.

კომენტარები