ნიკა გვარამია - ნაციონალური მოძრაობის გენერალური პროკურორის მოადგილე, ნაციონალური მოძრაობის იუსტიციის მინისტრი, ნაციონალური მოძრაობის განათლების მინისტრი, ბევრი დროა, თავს ყიდის დამოუკიდებელ მედიახელმძღვანელად, ჩარჩენილია ძველ დროში. მას მუდმივად ახსენდება ის დრო, როდესაც თავად და ადეიშვილი წერდნენ მოსამართლის, მაგალითად, გიორგი ჩემიას განაჩენებს გირგვლიანის საქმეზე. ეს ხანა დასრულდა სამი წლის წინ. ურთმელიძე, ისევე, როგორც ყველა მოსამართლე საქართველოში, არის დამოუკიდებელი და ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრმა მათ რაიმე ტიპის მითითება მისცა. მართლაც მეხერხება განაჩენების წერა, მაგრამ ამას ვაკეთებდი სტრასბურგში. მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი, კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი, მაგრამ არც ეს გადაწყვეტილება გამოიყურება ცუდად და, რაც მთავარია, ის არ არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო.
tbl.ge/vky
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის საქმეზე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




